სამომხმარებლო შეთანხმება +21

წესები და პირობები, შეთანხმა - royal.ge– ს გამოყენების შესახებ


1. ზოგადი დებულებანი.


1.1. ყიდვა – გაყიდვის მოცემული პირობები (შემდგომში შეთანხმება) ვრცელდება ინტერნეტ – მაღაზია royal.ge– ზე (შემდგომში ინტერნეტ–მაღაზია) განხორციელებულ შეკვეთებზე ქართულ, რუსულ თუ ინგლისურ ენებზე შეკვეთის განმათავსებელ პირსა (შემდგომში მომხმარებელი ან მყიდველი) და შპს „Royal Seeds and Grow“–ს (შემდგომში გამყიდველი) შორის.   


1.2. პირობები ეფუძნება ვაჭრობის პატიოსან პრინციპებს, შედგენილია მყიდველის უფლებებისა და მოვალეობებისადმი პატივისცემით და მოქმედებენ 2020 წლის 1 სექტემბრიდან მოყოლებული.


1.3. ინტერნეტ–მაღაზიის გამოყენების შემთხვევაში მყიდველი ღებულობს მოცემული შეთანხმების პირობებს, საქონლის მიწოდების წესებს და ეთანხმება კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკას.


2. დისტანციური ხელშეკრულება


2.1. დისტანციური ხელშეკრულება – ეს არის მყიდველსა და ინტერნეტ – მაღაზიას შორის დადებული ხელშეკრულება გაგზავნილი ან გაუგზავნელი წინადადების საშუალებით, დაკავშირების ციფრული საშუალებებისა და ინფორმაციის გადაცემის (ინტერნეტი, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონი და ა.შ.) მეშვეობით.


2.2. შეთანხმება მოქმედებს ინტერნეტ – მაღზიაში მყიდველის მიერ საქონლისათვის კალათის შექმნის, ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეკვეთის გაკეთების, შერჩეული საქონლის ღირებულების სანაცვლოდ ნაწილობრივი ან სრული ანგარიშსწორების განხორციელებისა და გამყიდველისაგან გაკეთებული შეკვეთის შესახებ დასტურის მიღების მომენტიდან.


2.3. შეთანხმება შესრულებული უნდა იყოს მხარეების მიერ მისი დადებიდან 30 დღის განმავლობაში, თუკი მხარეების მიერ სხვა ვადები არ განიხილებოდა.


2.4. ინტერნეტ – მაღაზიის მიერ დათქმულ ვადებში შეთანხმების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში გამყიდველი ახდენს ამის შესახებ მყიდველის ინფორმირებას და შეუძლია შესთვაზოს საქონლის შეცვლა ექვივალენტურ პროდუქტში ან ფასში


3. მყიდველის უფლებები და მოვალეობები


3.1. მყიდველს უფლება აქვს შეიძინოს ნებისმიერი საქონელი ან მომსახურება ინტერნეტ – მაღაზიაში მოცემული შეთანხმების წესების შესაბამისად.


3.2. მყიდველის ასაკი უნდა აღემატებოდეს 21 წელს.


3.3. დაბრუნების უფლების გამოყენება მყიდველს შეუძლია საქონლის მიღებიდან 2 საათის განმავლობაში (შესაბამისად, მისი გამოყენებისა და შეფუთვის დაზიანების გარეშე), თუ საქონელს გააჩნია დეფექტი ან დაზიანდა ტრანსპორტირების დროს ან საქონელი არ შეესაბამება მყიდველის შეკვეთას.


3.4. დაბრუნების შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია აანაზღაუროს საქონლის მიტანის და დაბრუნების ხარჯები.

3.5. საქონლის დაბრუნების შემთხვევაში აუცილებლად წარადგინოს შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი, შეავსოს განცხადება და გადასცეს საქონელი სრული კომპლექტაციითა და ორიგინალურ შეფუთვაში.


3.6. ინტერნეტ – მაღაზიაში განთვსებული საქონლის სურათები, შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს შეთვაზებული საქონლისაგან. საქონლის მახასიათებლების დაკონკრეტებისა თუ დასაზუსტებლად ან მის შეკვეთსთნ დაკავშირებული უზუსტობების აღმოსაფხვრელად, დაუკავშირდით გამყიდველს.


3.7. მყიდველი იღებს შესვლისათვის ან მაღაზიაში შეკვეთის მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მესამე პირებისათვის მათი გაუმხელობის ვალდებულებას.


3.8. მყიდველი პასუხისმგებელია მესამე პირების ქმედებებზე, თუკი ისინი განხორციელებული იყო მყიდველის ანგარიშში შესვლისათვის საჭირო მონაცემების გამოყენებით. 


3.9. თუ დარეგისტრირების დროს მითითებული მონაცემები იცვლება, მყიდველისთვის აუცილებელია საკუთარი ანგარიშის დამოუკიდებლად განახლება.


3.10. საქონლის შეკვეთის დროს მყიდველი იღებს - მიტანის ადგილის, ასევე, საქონლის მიწოდებისათვის აუცილებელი სხვა მონაცემების მითითების ვალდებულებას.


3.11. დამოუკიდებლად შეამოწმოს აქტუალური პუბლიკაციები და მოცემული შეთანხმების ცვლილებები.


4. გამყიდველის უფლებები და მოვალეობები


4.1. გამყიდველი ვალდებულია მისცეს მყიდველს ინტერნეტ – მაღაზიაში შეთავაზებული მომსახურების გამოყენების შესაძლებლობა წინამდებარე პირობების შესაბამისად.


4.2. გამყიდველი იღებს მყიდველის მიერ შეკვეთილი, ასევე, საფასურგადახდილი საქონლის მიტანის ვალდებულებას მყიდველის მიერ მითითებოულ მისამართზე.

4.3. თუკი გამყიდველს ეჭვი შეაქვს შეკვეთაში მითითებულ ინფორმაციაში, ტელეფონით უკავშირდება მყიდველს მითითებულ ნომერზე. ასეთ შემთხვევაში საქონლის მიტანის ვადა გამოითვლება იმ დღიდან, როცა გამყიდველი დაუკავშირდა მყიდველს და დაუდასტურა შეკვეთის მიღება.


4.4. გამყიდველი უფლებამოსილია შეტყობინების გარეშე გააუქმოს მყიდველის შეკვეთა, თუ გამყიდველი ვეღარ უკავშირდება მყიდველს ორი სამუშაო დღის განმავლობაში.


4.5. გამყიდველს აქვს უფლება გაახანგრძლივოს საქონლის მიწოდების ვადა, თუკი ეს დაკავშირებულია გამყიდველისაგან დამოუკიდებელ გარემოებებთან, მაგალითად, მწარმოებელს საწყობში არ აქვს საქონელი, სატრანსპორტო კომპანიის შეფერხებები, დაუძლეველი მოქმედება და ა.შ.


4.6. შეფერხებების შემთხვევაში გამყიდველი ვალდებულია დაუყოვნებლივ, ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეატყობინოს ინფორმაცია მყიდველს.


4.7. გარემოებების ძალით, მყიდველის მიერ შეკვეთილი სქონლის მიწოდების უუნარო გამყიდველი ვალდებულია შესთავაზოს ანალოგიური საქონელი.


4.8. თუ მყიდველი უარს აცხადებს ანალოგიურ საქონელზე, გამყიდველი ვალდებულია დაუბრუნოს ფული მყიდველს 7 (შვიდი) სამუშაო დღის განმავლობაში.


4.9. გამყიდველი პასუხისმგებლობას იხსნის საქონლის გადავადებული მიწოდების მიზეზით მყიდველის მიერ გაწეული ხარჯების გამო.


4.10. გამყიდველს უფლება აქვს გააუქმოს შეკვეთა მყიდველის შეტყობინების გარეშე, თუ ამ უკანასკნელმა ანგარიშ–ფაქტურის მიღების შემდეგ 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში არ გადაიხადა თნხა. 


4.11. თუკი მყიდველი ცდილობს ზიანი მიაყენოს ინტერნეტ–მაღაზიის მუშაობას ან უსაფრთხოებას ან არღვევს თავის მოვალეობებს, გამყიდველი უფლებამოსილია დაუყოვნებლივ, გაფრთხილების გარეშე შეუზღუდოს ან სრულად აუკრძალოს მყიდველს წვდომა ინტერნეტ – მაღაზიის გამოსაყენებლად. 


4.12. გამყიდველს უფლება აქვს რაიმე სახის შეტყობინებების გარეშე შეუწყვიტოს მყიდველს მომსახურების მიწოდება, შეცვალოს ინტერნეტ – მაღაზია ან მისი ნაწილები, ასევე, მისი ყველა შეთავაზება ან მათი ნაწილი.


4.13. თუკი სისტემურმა შეცდომამ ინტერნეტ – მაღაზიაში გამოიწვია ცრუ საფოსტო დაკავშირება, გამყიდველს უფლება აქვს გააუქმოს მყიდველის შეკვეთა, ამის შესახებ მყიდველისთვის შეტყობინებამდე.


4.14. ინტერნეტ – მაღაზია შესყიდვის ხელშეკრულების ასლებს არ ინახავს.


4.15. ინტერნეტ – მაღაზიაში გამოქვეყნებული მთელი ინფორმაცია წარდგენილი სახით წარმოადგენს გამყიდველის ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია კანონით საავტორო უფლებების შესახებ


4.16. მასალების, სურათებისა და ტექსტების ნებისმიერი კოპირება ინტყერნეტ – მაღაზიიდან გამყიდველის ნებართვის გარეშე აკრძალულია.

5. გარანტიის პირობები.

5.1. მყიდველს გამყიდველისგან არ აქვს გარანტია  პროდუქცის ხარისხზე და მის ვარგისიანობაზე.

5.2. თუკი თქვენს მიერ შეძენილი საქონლის მწარმოებელს გააჩნია საკუთარი სერვის ცენტრი, მაგალითისთვის (FastBuds, Greenhouse, RQS, Barney’s farm.) გაძლევთ რეკომენდაციას მიმართოთ აღნიშნული კომპანიების  ვებ გვერდს და მათ სპეციალისტებს.


5.3. მყიდველს შეუძლია იჩივლოს საქონლის ხელმისაწვდომობისა თუ ხარისხის თაობაზე ელექტრონული სახით შემდეგ მისამართზე your@royal.ge ან წერილობითი სახით: საქართველო, საჩხერე, სოფ.სარეკი 01.


5.4. საჩივარი განხილული იქნება მისი მიღებიდან 15 დღის განმავლობაში და პასუხი გაიგზავნება მითითებულ საკონტაქტო მისამართზე.


6. მყიდველის მონაცემების დაცვა.


6.1. გაცნობებთ, რომ ინტერნეტ – მაღაზიაში შეყვანილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია წარმოადგენს საიტზე წარმოდგენილი მომსახურების   და  საიტზე შეკვეთის განთავსებისთვის აუცილებელ პირობას.  


6.2. მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს მიკუთვნებული ინფორმაცია გროვდება შემდეგისთვის:


6.2.1. შეკვეთილი საქონლის ან მომსახურების მფლობელის იდენტიფიცირება;


6.2.2. საქონლის მიტანა და დადგმა მითითებულ ადგილას


6.2.3. აქტუალური ინფორმაციის  შეთავაზება ან და  საქონლის და მომსახურების შესახებ;


6.2.4. სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მიზნით.


6.3. ინტერნეტ – მაღაზია royal.ge– ს გამოყენებით მნახველი ეთანხმება იმას, რომ შპს „Royal Seeds And Grow“, უფლებამოსილია შეაგროვოს და შეინახოს მონაცემები, რომლებიც იძლევა შემდეგისთვის თვალის დევნებისა და შერჩევის საშუალებას:   


6.3.1. ინტერნეტ – მაღაზიის მნახველთა საერთო რაოდენობა;


6.3.2. ინტერნეტ – მაღაზიის ყველა ცალკეული განყოფილების მნახველთა რაოდენობა;


6.3.3. მნახველთა მომსახურე ინტერნეტ პროვაიდერების დომენების სახელწოდება;


6.3.4. მნახველთა ასაკი;


6.3.5. ინტერნეტ – მაღაზიის მართვისა და გაუმჯობესების ხელშემწყობი სხვა მონაცემები.


6.4. ინტერნეტ – მაღაზიაში ინფორმაციის ანალიზისა და სტატისტიკის მიზნებისათვის შეგროვებული და მონაცემები გამყიდველს არ შეუძლია გადასცეს მესამე მხარეს.


6.5. გამყიდველი არ ახდენს მომხმარებლის იდენტიფიცირების ხელშემწყობი მონაცემებისა და IP – სა და ელ. ფოსტის მისამართის დაკავშირებას. 


6.6. ინტერნეტ – მაღაზიის ფორმებში შეყვანილი ან გადაგზავნილი ყველა მასალა წარმოადგენს გამყიდველის საკუთრებას, რომელთა გამოყენება მას შეუძლია პირადი საჭიროების მიხედვით, ფიზიკური პირების შესახებ მონაცენების გარდა. 


6.1. გაცნობებთ, რომ ინტერნეტ – მაღაზიაში შეყვანილი ინფორმაციის (მათ შორის მონაცემები ფიზიკური პირის შესახებ) დამუშავების მიზანს წარმოადგენს საიტზე წარმოდგენილი მომსახურების მიწოდება და დახმარების აღმოჩენა royal.ge  საიტზე შეკვეთის განთავსების პროცესში 


7. ფორსმაჟორი


7.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობის გამო, თუკი ამის მიზეზი არის გადაულახავი ძალის გარემოება (ფორს–მაჟორული გარემოებები), რომელთ წინასწარ გათვალისწინება ან არიდება შეუძლებელი იყო, კერძოდ: ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, საომარი მოქმედებები, სტიქიური უბედურება, მთავრობების აკრძალვა და ა.შ. თუკი აღნიშნულმა გარემოებებმა მოახდინა უშუალო ზეგავლენა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებაზე.


7.2. ასეთ შემთხვევაში მოვალეობების შესრულების ვადები გადაიდება ზემოაღნიშნული გარემოებების მოქმედების ვადების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 120 დღისა.


7.3. მხარეები ვალდებულნი არიან ზემოაღნიშნული გარემოებების დაწყების ან დასრულების მომენტიდან არაუგვიანეს 5 დღის განმავლობაში წერილობითი სახით შეატყობინონ მომხდარის შესახებ მეორე მხარე.


7.4. ფორს – მაჟორული გარემოებებისა და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად საქონლის მიწოდების შეუძლებლობის მიზეზით ხელშეკრულების მოქმედების დასრულების შემთხვევაში გამყიდველი კონტრაქტის შეწყვეტიდან 14 საბანკო დღის განმავლობაში ვალდებულია დაუბრუნოს მყიდველს მიუწოდებელი საქონლის შესაძენად გადახდილი სრული თანხა. 


8. სხვა გარემოებები.


8.1. საქონელზე შეკვეთის გაფორმებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ არის საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე რომელსაც შეუსრულდა 21 წელი, გაეცნო და ეთანხმება კონფიდენციალურობის პოლიტიკას, საქონლის მიწოდების პირობებს, საგარანტიო პირობებსა და საქონლის დაბრუნების უფლებას.

8.2. თუკი, ზემოაღნიშნული პირობების ნებისმიერი პუნქტი ძალადაკარგულია, ეს არ მოახდენს გავლენას სხვა დანარჩენ პირობებზე.

8.3. წინამდებარე დებულებები და პირობები შეესაბამება საქართველოს კანონებს.


8.4. ამ პირობების შესრულების პროცესში წარმოქმნილი ნებისმიერი უთანხმოებები უნდა გადაწყდეს მოლაპარაკებების გზით.

8.5. მოლაპარაკებათა მსვლელობის დროს თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში დავები გადაწყდება სასამართლოს მეშვეობით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


9. საკონტაქტო ინფორმაცია და რეკვიზიტები:

შპს “Royal Seeds And Grow”


საიდენტიფიკაციო ნომერი:


ფიზიკური მისამართი: საქართველო, საჩხერის რაიონი. სოფ.სარეკი. 01


ტელეფონი: (+995) 591 041 678

E-mail: your@royal.ge